Financial Times - ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის გამო, აეროპორტის ტერიტორიაზე GPS სისტემა გაითიშა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი, ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის შედეგად აეროპორტში GPS ნავიგაციის სერვისების გათიშვა გახდა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

„მთელი აეროპორტის ტერიტორიის GPS სისტემა გაითიშა. აეროპორტის გარშემო ერთსაათიანი ფრენის შემდეგ, თვითმფრინავის პილოტმა გადაწყვიტა თვითმფრინავი ხელის მართვით ანალოგური რუკების გამოყენებით, დაესვა, ეს უდავო ჩარევა იყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

ბულგარეთის საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურმა Financial Times-თან კომენტარში ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმაც.

„GPS-ის ჩახშობა მოხდა, მაგრამ თვითმფრინავი ბულგარეთში უსაფრთხოდ დაეშვა. ბულგარეთის ხელისუფლებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისინი ეჭვობენ, რომ ეს რუსეთის აშკარა ჩარევით იყო გამოწვეული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით და შევეჩვიეთ მუქარასა და დაშინებას, რაც რუსეთის მტრული ქცევის რეგულარული კომპონენტია“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

მომხდართან რუსეთის კავშირი უარყო კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

„თქვენი ინფორმაცია არასწორია“, - განუცხადა პესკოვმა Financial Times-ს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს