მოსამართლე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი დღეს, 2 სექტემბერს, 10:30 საათზე გამოცხადდება.

სწორედ ამ დღეს მოისმენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ბრალდებულის საბოლოო სიტყვას, რის შემდეგაც განაჩენის გამოსაცხადებლად სათათბიროდ გავა.

გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს