კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარუდგინა.

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, წარმატებული, საქმიანი და გამოცდილი გუნდი მზად არის, ემსახუროს თბილისსა და თბილისელებს.

„წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას. ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად.

ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ თითოეულ მათგანს გამოარჩევს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა ამ ქალაქის წინაშე. წარმატებული, საქმიანი, გამოცდილი გუნდი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, მზად არის, ემსახუროს თბილისს და თბილისელებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა მოსახლეობას წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მზად ვართ, გავხადოთ თბილისი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების ქალაქი. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება, დაწყებული რეფორმების გაგრძელება და მათი ბოლომდე მიყვანა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც ამ დაპირებას პირნათლად შეასრულებს.

ჩემო თბილისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის, რასაც ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები. გჯეროდეთ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და კვლავაც იქნება თქვენი ინტერესების დაცვა და ჩვენი ულამაზესი თბილისის განვითარება. მეგობრებო, წინ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები, საჭიროა თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა. გახსოვდეთ, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია თბილისის მომავლისთვის! გაუმარჯოს თბილისს! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას!", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიულ სიას, ასე დაკომპლექტდა:

1.შალვა სუთიაშვილი

2.თინათინ ნიბლოშვილი

3.ბექა დავითულიანი

4.გურამ ნიკოლაშვილი

5.ნიკოლოზ კახეთელიძე

6.ნინო ვარდოსანიძე

7.ავთანდილ ცინცაძე

8.კონსტანტინე ზარნაძე

9.ბექა ოდიშარია

10.ოთარ ჩრდილელი

11.გიორგი ხუროძე

12.კახა ბერაძე

13.ლევან არველაძე

14.ლევან აბაშიძე

15.ალექსანდრე მუკათარიძე

16.ნოდარ ბოკერია

17.მარიამ გრიგოლიშვილი

18.ლუკა ძაძამია

19.ქეთევან ჭავჭანიძე

20.ლალი კოლომიკოვი

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია