„კოალიცია ცვლილებისთვის“ „ანტიქართულმა რეჟიმმა, რომელიც თავს „ქართულ ოცნებას“ უწოდებს, გადაწყვიტა დაგვაკარგვინოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან - 13 სექტემბერს გელოდებით, ბრძოლა ბოლომდე, გავიმარჯვებთ

13 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გელოდებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ვიქნებით. ბრძოლა ბოლომდე, აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ ბრიფინგზე პარტიის სახელით განაცხადა.

თენგო თევზაძის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა დააკარგვინოს.

„ანტიქართულმა რეჟიმმა, რომელიც თავს „ქართულ ოცნებას“ უწოდებს, გადაწყვიტა დაგვაკარგვინოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ჩვენ, რომლებიც არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან, არ გავურიგდით რეჟიმს, ვართ წინააღმდეგობაში და გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ჩამოვშალოთ რეჟიმი, ვიკრიბებით 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

უვიზო მიმოსვლა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის ხელმისაწვდომი განათლება, ჯანდაცვა, ეს არის ბედნიერი ქართული ოჯახი. ევროკავშირი და ევროპა საქართველოსთვის არის ქრისტიანული ცივილიზაცია. „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის არცერთ პირობა არ შეასრულა, რომელიც 31 დეკემბრამდე მოგვცეს“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს