ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად ჩანს ის, თუ რა ღირებულებებით და პრინციპებით მოქმედებს ჩვენი ოპონენტი ძალა - ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით

ჩინეთში იმართება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და სწორედ ამ სამიტის ფარგლებში იმყოფებიან კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ჩინეთში და ისინი, ამავდროულად, ესწრებიან აღლუმს, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ესწრებიან ამ ღონისძიებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც ჩინეთთან თანამშრომლობას ლამის ქვეყნის ღალატად აცხადებენ.

„აბსოლუტურად ჩანს ის, თუ რა ღირებულებებით და რა პრინციპებით მოქმედებს ჩვენი ოპონენტი ძალა. რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას, ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამისთვის მე პირადად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა