გიორგი გახარია - “ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნა ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ძლიერია და გაურკვეველი დაფინანსების წყაროები შეუქმნა, ხოლო დღეს ქმნის ილუზიას, თითქოს, რევოლუციის თავი ჰქონდეს

“ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნა ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ძლიერია და გაურკვეველი დაფინანსების წყაროები შეუქმნა, ხოლო დღეს ქმნის ილუზიას, თითქოს, რევოლუციის თავი ჰქონდეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ამასთან, გახარიას თქმით, არ შეიძლება, როდესაც პოლიტიკური ძალა ასახელებს თარიღებს და ამბობს, რომ კონკრეტულ დღეს „გადაწყდება ყველაფერი“.

„არ შეიძლება, პოლიტიკური ძალები, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ 4-ში გადაწყდება ყველაფერი, ამა და ამ დღეს, ამა და ამ ადგილას, ამა და ამ საათზე! იდიოტობაა. ეს ერთი.

ან მეორე, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხედავენ, რომ „ოცნებამ “ ბოლო სამი არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციის ხარჯზე მოიგო - 2021 წლის არჩევნები მოიგო სააკაშვილის ჩამოსვლის ხარჯზე, 2024 წლის არჩევნები მოიგო იმის ხარჯზე, რომ გაყო, გახლიჩა „ნაციონალური მოძრაობა“, გაურკვეველი დაფინანსების წყაროები შეუქმნა და შექმნა ილუზია, რომ თურმე „ნაცმოძრაობა“ იმდენად დიდია და ძლიერია და უკვე ორნი არიან, ესენი რაღაცას იზამენ, დღეს აკეთებს იმას, რომ თურმე რევოლუციას ამზადებს 4 ოქტომბერს ვიღაც პოლიტიკური ძალა. ხომ არ შეიძლება, ყოველ ჯერზე, ყოველ წელს ერთი და იგივე იდიოტური შეცდომები ჩავიდინოთ?! სად არიან ის ადამიანები, რომლებიც 2024 წლის არჩევნების დროს ბიზნესიდან პოლიტიკურ აქტივობებში იყვნენ ღიად ჩართულები, რაღაც პარტიებს აფინანსებდნენ და იცემდნენ გულში, ამბობდნენ, ისინი ოპოზიციური ფლანგი გახდებოდნენ. სად არიან?“, - განაცხადა გახარიამ „ტვ პირველთან“, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა