გიორგი შარაშიძე - როდესაც დავრწმუნდებით, რომ ყველა რესურსი ამოიწურა, „ოცნებას“ ვერ ვასუსტებთ სხვა გზებით და ერთადერთი გზა რჩება საპარლამენტო ტრიბუნიდან მივაყენოთ პოლიტიკური დარტყმები, გადავხედავთ ბოიკოტის გადაწყვეტილებას

თუ ქვეყანაში იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ყველა რესურსი ამოიწურა და „ოცნებას“ ვერ ვასუსტებთ სხვა გზებით, მაშინ ამ [საპარლამენტო ბოიკოტის] გადაწყვეტილებას გადავხედავთ, როგორც მინიმუმ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი შარაშიძის განცხადებით, ბოიკოტის გადახედვის საკითხი 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგება და პოლიტიკური გუნდი ამ საკითხზე იმსჯელებს.

„თუ ქვეყანაში იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ყველა რესურსი ამოიწურა და „ოცნებას“ ვერ ვასუსტებთ სხვა გზებით და ამისთვის ერთწლიანი პერიოდი ვფიქრობ, რომ საკმარისია, და ერთადერთი გზა რჩება თუნდაც საპარლამენტო ტრიბუნიდან, საპარლამენტო პლატფორმიდან მივაყენოთ პოლიტიკური დარტყმები „ოცნებას“ და ქართველი ხალხი ამ მოძალადე რეჟიმის წინაშე პირისპირ არ დავტოვოთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გადავხედავთ, როგორც მინიმუმ. ჯერჯერობით ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში, პოლიტიკურად ამ მხრივ, დღევანდელი მოცემულობით არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ, ვნახოთ 4 ოქტომბრის არჩევნების მერე. დრო გვაჩვენებს ყველაფერს და ის მოცემულობა, რაც იქნება ოქტომბერში. გიდასტურებთ, რომ ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ საკითხზე იმსჯელებს. ესეც დიდი სიახლეა ამ ეტაპისთვის და შეიძლება საზოგადოება იმითაც დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძის თქმით, დიდი ენერგია დახარჯეს „ლელოს“ დარწმუნების მცდელობაში, რომ სიების ჩახსნა შეცდომა იყო.

„საკმაოდ დიდი რესურსი დახარჯა მან[გახარია] პირადად და ჩვენმა პარტიამ სხვა პარტიების, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით „ლელოს“ დარწმუნებაში, რომ შესაძლებელია არ იყო ბოლომდე სწორი გზა მანდატების დატოვება და სიების ჩახსნა იმიტომ, რომ შეიძლებოდა ყველა დარჩენილიყო პოლიტიკურ ბოიკოტში, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ პარლამენტს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნებოდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მანდატების გამოყენების საშუალება დაგვრჩებოდა ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ეს საშუალება დარჩენილი“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა