Reuters – ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2800 ადამიანი დაშავდა.

მაშველები რამდენიმე დასახლებამდე მისვლას რთული მთიანი რელიეფისა და ცუდი ამინდის გამო ვერ ახერხებენ.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შარაფატ ზამანმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.

ავღანეთში მომხდარ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ქუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებში 812 ადამიანი ემსხვერპლა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს