მედია - სუდანში მეწყერს 1000 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ სუდანში, მარას მთებში მეწყერმა სულ მცირე 1000 ადამიანი იმსხვერპლა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მეამბოხე დაჯგუფება „სუდანის განმათავისუფლებელი მოძრაობა/არმია“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც სოფელ ტარასინის დიდი ნაწილი „მიწასთან გასწორდა“ და მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.

მოძრაობამ ჰუმანიტარული დახმარებისთვის გაეროს და სხვა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია