დანიის მინისტრი ევროპის საკითხებში - გვაქვს რეგიონული მიდგომა ევროკავშირის გაფართოების საკითხში, როდესაც საქმე მოლდოვასა და უკრაინას ეხება

ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მოლდოვასა და უკრაინის გაცალკევება უკრაინის მიმართ უსამართლო იქნება, - ამის შესახებ დანიის მინისტრმა ევროპის საკითხებში, მარი ბიერემ კოპენჰაგენში, არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს რეგიონული მიდგომა გაფართოების საკითხში, როდესაც საქმე მოლდოვასა და უკრაინას ეხება. გაფართოების პროცესში ახალი იმპულსის მიზეზი უკრაინაა. ეს გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ახლა საქმე უსაფრთხოებას ეხება და უკრაინის მარტო დატოვება უსამართლო იქნება. უკრაინასთან დაკავშირებითაც წინ უნდა წავიდეთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, კოპენჰაგენში დღეს ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია