ზვიად ცეცხლაძის დედა - რეჟიმს ეშინოდეს დედების

რეჟიმს ეშინოდეს დედების, - ამის შესახებ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის დედამ, ნარგიზ დავითაძემ განაცხადა. როგორც ის აცხადებს, მსჯავრდებულთა მშობლები გაჩერებას არ აპირებენ.

„ბრძოლა უფრო უნდა გაძლიერდეს, ძალა ერთობაშია, ჩვენ ვერ გავჩერდებით. უფრო მეტად ძლიერები იქნებიან ჩვენი შვილები და თავისთავად, დედები. რეჟიმს ეშინოდეს დედების!

ვერ გაბედეს ბოლომდე ბიჭების გაშვება, რა უნდა უთხრან საკუთარ ამომრჩეველს, 9 თვე ტყუილად მყავდა ესენი და ვერ მივუსჯითო? ეს მათი ამომრჩევლებისთვის გააკეთეს, თორემ ბავშვები გასაშვები იყვნენ", - განაცხადა ნარგიზ დავითაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს