„ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის შენობის დატოვება აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ

„მონებო, „წაეთრიეთ რუსეთში“, - ამ შეძახილების ფონზე უწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვება.

აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.

თავდაპირველად ისინი აქციას პარლამენტის შენობის უკან მართავდნენ, რის შემდეგაც პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს. საკანონმდებლო ორგანოდან გამოსული დეპუტატების მისამართით ისმოდა შეძახილები: „მონებო“, „ქვეყნის მოღალატეებო“.

მათ გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მყოფმა პოლიციამ არ მისცა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია