გია ვოლსკი - ცინიზმია, რომ დანაშაულს კი არ უარყოფს ვინმე, დანაშაული ჩადენილია: ქვაც ისროლა, მოლოტოვის კოქტეილიც იხილეს, პიროტექნიკაც და ქონების განზრახ დაზიანებაც, მაგრამ ამას არა დანაშაულს, არამედ სწორ საქციელს ეძახიან

ცინიზმი ის არის, რომ დანაშაულს კი არ უარყოფს ვინმე, ამბობს, რომ დანაშაული ჩადენილია - ქვაც ისროლა, მოლოტოვის კოქტეილიც იხილეს, პიროტექნიკაც და ქონების განზრახ დაზიანებაც - ამას არა დანაშაულს, არამედ სწორ გადაწყვეტილებებს და საქციელს ეძახიან - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების განაჩენს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამის ფონზე მათი ოპონენტების მთავარი ამოცანა არის, რომ როგორმე საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწვდინონ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში უკანონობა ხდება.

“ცინიზმი ის არის, რომ დანაშაულს კი არ უარყოფს ვინმე, ამბობს, რომ დანაშაული ჩადენილია - ქვაც ისროლა, მოლოტოვის კოქტეილიც იხილეს, პიროტექნიკაც და ქონების განზრახ დაზიანებაც. იხილეს ყველაფერი - ცეცხლის გაჩენაც, ქუჩების დაზიანებაც და საკმაოდ სერიოზულად ორგანიზებული და დაფინანსებული ექსტრემისტული აქტივობები. ამას არა დანაშაულს, არამედ სწორ გადაწყვეტილებებს და საქციელს ეძახიან. კონკრეტული ადამიანი იყო თუ არა ამ დანაშაულში მონაწილე, ამაზე საუბარი არ არის. ჩვენს ოპონენტებს მთავარი ამოცანა აქვთ, რომ როგორმე საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწვდინონ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ უკანონობა ხდება, რადგან თურმე ეს ხელისუფლება რუსეთთან არის დაკავშირებული. მთავარ შეკითხვას უნდა გასცენ პასუხი - თუ ხელისუფლებაში იქნებიან, რუსეთთან მიმართებაში რას გააკეთებენ იმისგან განსხვავებულს, რასაც ხელისუფლება აკეთებს? ან რაში გამოიხატება პრორუსულობა? ეს არის ამომავალი წერტილი და აქედან გამომდინარე მართლდება ყველაფერი. ანუ, პოლიტიკაში ჩვენ კი არ გადაგვყავს, არამედ მათ გადაჰყავთ თვითონ. პოლიტიკის მოშველიებით ცდილობენ, რომ დანაშაულები გაამართლონ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად არსებობს შანსი იმისა, რომ დაკავებულები მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალოს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ შემდგარა და მას ამაში მონაწილეობა არ მიუღია.

“პრეზიდენტს თავისი სიტყვა ეთქმის, რასაკვირველია ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ საკმაოდ ავტორიტეტულია მისი სიტყვაც და შეხედულებებით. ამ თემაზე მსჯელობა არ შემდგარა, მე მონაწილეობა არ მიმიღია. დანაშაულს ახალგაზრდა ჩაიდენს თუ ხანში შესული ადამიანი, სასჯელი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს და არა წლოვანებიდან. აქედან გამომდინარე, ადამიანმა უნდა იცოდეს რის წინააღმდეგ მიდის - ეს არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება, რადგან არანაირი პრორუსული ამ ხელისუფლებას არ ახასიათებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია