საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის ყოფნის გარემოება „სერიოზულ კითხვას აჩენს ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში ელჩის როლთან დაკავშირებით“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისის საღამოს პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის ყოფნა სერიოზულ კითხვას აჩენს მოცემული ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში ელჩის როლთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის შენობაზე შტურმის მცდელობის პროცესში უცხო ქვეყნის ელჩის შენობაში ყოფნა მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება.

„საგამოძიებო კომისიამ გამოჰკითხა 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისის საღამოს საათებში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან პარლამენტის შენობაში გადავიდა. მან ნახა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სამუშაო სივრცე დეპუტატ ზვიად ძიძიგურის კაბინეტში ჰქონდა მოწყობილი და იქიდან მართავდა აქციის დაშლის პროცესს. იმავე კაბინეტში იჯდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ კნირში. გიორგი ჭოლაძის კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა უცხო ქვეყნის ელჩი ღამით პარლამენტის შენობის იმ ოთახში, სადაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღებოდა, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ „რუსთაველზე სეირნობდა და ჩემებმა ამოიყვანესო“. გარდა იმისა, რომ პარლამენტის შენობაზე შტურმის მცდელობის პროცესში უცხო ქვეყნის ელჩის შენობაში ყოფნა მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება, აღნიშნული გარემოება სერიოზულ კითხვას აჩენს მოცემული ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში ელჩის როლთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისიის წინაშე ხელმეორედ გამოკითხულმა გიორგი გახარიამ მასთან ერთად ოთახში ელჩის ყოფნის ფაქტი კვლავ დაადასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ „მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ შემოიყვანა ბატონი ელჩი პარლამენტის შენობაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის