ვლადიმერ პუტინი - სერბეთის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს პატივს ვცემთ

სერბეთის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს პატივს ვცემთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ და პატივს ვცემთ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც სერბეთი თქვენი ხელმძღვანელობით ატარებს. ჩვენ შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივად სასარგებლოა და ამას დადებითი შედეგი მოაქვს როგორც რუსეთისთვის, ასევე სერბეთისთვის“, - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.

„ევროპაში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტს მომავალშიც შევინარჩუნებთ“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს