მამუკა ხაზარაძე - ბიძინას მსახური მურუსიძის სასამართლომ უსირცხვილო განაჩენი გამოუტანა ჩემს თანამებრძოლებს, თანაპარტიელებსა და გულანთებულ ქართველებს - ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში

მინდა, გავამხნეო რეჟიმის ყველა პატიმარი - ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მისი თქმით, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში.

„დღეს ბიძინას მსახური მურუსიძის სასამართლომ უსირცხვილო განაჩენი გამოუტანა ჩემს თანამებრძოლებს, თანაპარტიელებსა და გულანთებულ ქართველებს, ვეფხიას და ვასილს, ასევე უსამართლოდ დაპატიმრებულ ბიჭებს, ანტონს, ზვიადს, ირაკლის, გიორგის, თორნიკეს, ინსაფსა და ნიკოლოზს.

საქმის მტკიცებულებებზე არ ვისაუბრებ, რადგან მსგავსი რამ ამ საქმეში არ არსებობს. ის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და ფალსიფიცირებულია ისევე, როგორც ყველა მსგავსი საქმე და ეს ხალხი გამოგონილი, ე.წ. საპარლამენტო კომისიის სახელით გვესაუბრება წინა ხელისუფლების დანაშაულებზე მაშინ, როცა იგივე მოსამართლეები და პროკურორები დღესაც "ოცნების" სამსახურში არიან.

მინდა, გავამხნეო რეჟიმის ყველა პატიმარი - ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!

ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში.

მხნეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს. ბრძოლა ბოლომდე - საქართველოსთვის!“, - წერს ხაზარაძე წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ გვერდზე“ გავრცელდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს