ფრიდრიხ მერცი - პუტინს, ამჟამად, ცეცხლის შეწყვეტისთვის ან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის საფუძველი არ აქვს - ეს საფუძველი ჩვენ უნდა შევქმნათ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულების ან უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის სურვილი არ აქვს.

მერცმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მას პუტინის მიმართ ნდობის საფუძველი არ აქვს და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად იქნება მოლაპარაკებისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მის ინტერესებში იქნება.

„ის მზად იქნება მოლაპარაკებისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ახლა, პუტინის აზრით, მისთვის სარგებლის მომტანი ომის გაგრძელებაა. ის იპყრობს ტერიტორიებს. ის ხედავს დისკუსიას, რომელსაც ჩვენ აქ, ევროპაში ვაწარმოებთ და რომელსაც ვაწარმოებთ ამერიკაში. ის ხედავს, როგორ ექცევა მას ამერიკის პრეზიდენტი. ის ხედავს, როგორ ექცევიან მას მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, მე მხოლოდ საკვანძო სიტყვას დავასახელებ - „შანხაის კონფერენცია““, - აღნიშნა მერცმა.

მისი მტკიცებით, კრემლის პოზიციის შესაცვლელად აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომელიც რუსეთს ომიდან გამოსავლის ძიებას აიძულებს. მერცი მიიჩნევს რომ, ეს, პირველ რიგში, ეკონომიკური საშუალებებით - რუსეთის სამხედრო ეკონომიკის ამოწურვით შეიძლება გაკეთდეს.

„ამჟამად მას (პუტინს) ცეცხლის შეწყვეტისთვის ან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის საფუძველი არ აქვს. ამისთვის საფუძველი ჩვენ უნდა შევქმნათ. სამხედრო თვალსაზრისით ეს რთული იქნება, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით - შესაძლებელია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს სამხედრო ეკონომიკას“, - აღნიშნა მერცმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია