ხარაგაულის მერი - ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, მოსახლეობა სტიქიის ზონიდან გაყვანილია - ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, დასახლდნენ ახალ დასახლებაში ან მიიღონ კომპენსაცია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია, პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მერიის ცნობით, სტიქიის ზონიდან გაყვანილია ადგილობრივი მოსახლეობა.

მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სოფლების უსაფრთხო ზონებში გეოლოგების დასკვნის შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, დასახლდნენ ახალ დასახლებაში, ან მიიღონ კომპენსაცია.

„ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენს მოქალაქეებს უყურადღებოდ არ ტოვებს.

ამ ეტაპზე, ხემაღალში უსაფრთხო ზონაში მცხოვრები 20 ოჯახისთვის, როგორც კი გეოლოგების დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები: უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა; ელექტროენერგიის ახალი ქსელის გაყვანა, გზების მობეტონება; გაზიფიცირება;

ამჟამად, ამ სამუშაოებს ვერ ვიწყებთ, რადგან აუცილებელია გეოლოგების საბოლოო დასკვნა, თუმცა უკვე ახალი გზა შეყვანილია ხორითის მხრიდან, როგორც ხემაღლის, ისე ღვერკის უსაფრთხო უბნებში, სადაც ამ ეტაპზე მოსახლეობა ცხოვრობს.

აუცილებლად მოვაგვარებთ უსაფრთხო საცხოვრისის უზრუნველყოფის საკითხს – ყველა ოჯახი მიიღებს იმ დახმარებას, რაც მათთვის უფრო სწორი და სასურველი იქნება. ვისაც სურს ახალ დასახლებაში ცხოვრება - სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, ხოლო ვისაც კომპენსაციის მიღება ურჩევნია - ეს თემაც სამართლიანად და გამჭვირვალედ გადაწყდება.

ჩვენ განვიხილავთ ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა კვლავ ერთად შეძლებს თანაცხოვრებას. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ გეოლოგების დასკვნისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.

ჩემთვის ყველაზე დიდი საქმე დღეს არის ამ ორი, ჩემთვის და ყველასთვის უმნიშვნელოვანესი სოფლის შენარჩუნებაა ახალი კონფიგურაციით და ახალი დასახლების სახით.

ეს მხოლოდ მოვალეობა არ არის - ეს არის პირადი ვალდებულებაც. ჩემმა დიდმა ბაბუამ, პეტრე კვინიკაძემ, ლაშის თემში არაერთი თაობა აღზარდა და ვფიქრობ, ამით ნათქვამია, რატომ არის ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებული.

მოდით, ვენდოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს.

მშვიდობა და უფლისწყალობა ხემაღალსა და ღვერკს, თითოეულ თქვენგანს! - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ცნობითვე, მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მეწყრული პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. უსაფრთხოების მიზნით სოფლებიდან გაყვანილი არიან ადგილობრივები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია