ზაზა თავაძე - „ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საგამოძიებო კომისიამ საკუთარი დასკვნით, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი

„ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საგამოძიებო კომისიამ საკუთარი დასკვნით, ფაქტობრივად, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თავაძემ აღნიშნა, პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია იყო და არის ქვეყნის სუვერენიტეტის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველი, ხოლო „ქართული ოცნება“ ღალატის სცენარით მოქმედებს.

„ეს არის ქვეყნის ღალატის ქრონიკა, რომელიც მომავალში თავისუფალ სასამართლოში მათ წინააღმდეგ აუცილებლად იქნება გამოყენებული. წულუკიანის კომისია თავიდანვე არალეგიტიმურად, შეკვეთით შეიქმნა, ერთადერთი მიზნით, თითქოს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი უკანონობის გამოსაძიებლად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეალური მიზეზი, გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალება და მისი ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის გასამართლება იყო. დასკვნაში, გიორგი გახარია 60-ჯერ არის ნახსენები, მაშინ როცა მურუსიძე, ჩინჩალაძე და რეჟიმის სხვა მსახურები, რომლებიც დღეს „ოცნების“ მთავარ საყრდენად იქცნენ, საერთოდ არ ფიგურირებენ. გიორგი გახარიამ კი წულუკიანის ე.წ. კომისიაზე ორჯერ გამოცხადებით, პირდაპირ ამხილა „ოცნების“ რეჟიმის რეალური სურვილი - გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალების შესახებ. საგულისხმოა, რომ „ოცნების“ რეჟიმი ზუსტად იმავე ბრალდებებს უყენებს გიორგი გახარიას, რასაც საოკუპაციო რეჟიმი. სინამდვილეში, გიორგი გახარია იყო და არის ქვეყნის სუვერენიტეტის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველი, ხოლო „ოცნება“ კი მოქმედებს ღალატის სცენარით. ჩვენი აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნული, მორიგი წინასაარჩევნო ფარსია. ე.წ. კომისიის წევრებს, როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად, კომპეტენციაც არ ეყოთ, წარმოდგენილი დასკვნა, სამართლებრივადაც გამართული და დასაბუთებული ყოფილიყო. ე.წ. ხელისუფლება ცდილობს, ყალბი დაპირისპირების იმიტაციით, ძალადობით, ციხეში გამოკეტილი სინდისის პატიმრებით, კიდევ ერთხელ გაიმყაროს ძალაუფლება, რათა როგორმე ხალხისთვის მოპარული ფული შეინარჩუნოს“,- განაცხადა ზაზა თავაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია