ნინო დათაშვილი - მოქალაქეებო, სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით? - ადამიანები ციხეს ვუძლებთ, რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია

საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ? რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით? -ადამიანები ციხეში ვსხედვართ და ციხეს ვუძლებთ. რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი ნინო დათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ციხეში ყოფნა მისთვის ყველაზე აუტანელი იმიტომ არის, რომ ვერ მიდის აქციაზე.

„საქართველოს მოქალაქეებო, სად ხართ?

რატომ არ დგახართ რუსთაველზე ათასობით და ასიათასობით?

რატომ უწევთ ჭიდაობა სამოქალაქო აქტივისტებს რუსთაველის გადასაკეტად?

ეს ქვეყანა თქვენი არაა?

ისტორია გადაგიწერეს, ომი საქართველომ დაიწყოო. „ვარდების რევოლუცია“ გადატრიალება იყოო, ისტორიის სახელმძღვანელოები უნდა შევცვალოთო.

სახელმწიფოებრივ ღალატს პირდაპირ ეთერში ჩადიან. თქვენ სად ხართ?

ადამიანები ციხეში ვსხედვართ და ციხეს ვუძლებთ. რუსთაველზე არ დგომა დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

ანტონ ჩეჩინს, რომელსაც 8.6 წელი მიუსაჯეს, რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. ესაა ტრაგედია. ეს არ უნდა დავუშვათ!

ყველაზე აუტანელი ციხეში ყოფნა ჩემთვის იმიტომ არის, რომ ვერ გავდივარ რუსთაველზე.

გთხოვთ, ჩემს მაგივრად მაინც გადით“, - წერს ნინო დათაშვილი.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო