მედია - დანიის საგარეო უწყების განმარტებით, ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს მიწვევას აზრი არ ჰქონდა

მას შემდეგ, რაც საქართველომ 2024 წელს გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებდა, მის მოწვევას კოპენჰაგენში, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებისა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, აზრი არ ჰქონდა, - უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას” ცნობით, ამის შესახებ მათ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ გადაწყვიტეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. ამ კონტექსტში, დანიის თავმჯდომარეობა მიიჩნევს, რომ აზრი არ აქვს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, მინისტერიალებზე მოწვევას“, - განუმარტეს გამოცემას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, დანიის თავმჯდომარეობამ განმარტა, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების 2024 წლის ივნისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია“.

ცნობისთვის, 1-2 სექტემბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ევროპის საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ ყოფილა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო