ნიკა კაცია - ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანი განაჩენია, უკანონოდ მამყოფეს პატიმრობაში, თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ, ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს - არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით

ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ის მოსამართლის განაჩენს სამართლიანად არ მიიჩნევს რადგან თვლის, რომ უკანონოდ იყო დაკავებული.

„ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანი განაჩენია, რადგან უკანონოდ მამყოფეს [პატიმრობაში]. უკანონოდ რომ მამყოფეს, მაგის ნიშანია ის პატარა გამარჯვება, რომელიც გიორგი ახობაძეს ჰქონდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნერვიულობ, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ. ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს. ჩემ კოლეგა მზია ამაღლობელზეც.

ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით! მედიამ საუკეთესო მაგალითი აჩვენა“,- განაცხადა კაციამ.

კაციას თქმით, საკუთარ თავს არასდროს მიიჩნევდა დამნაშავედ, „ძალიან განსხვავებული ემოციები მაქვს. უბრალოდ, მაქვს ძალიან დიდი უხერხულობა, სევდა ნარევი სიხარული, მარტო დედაჩემის ცრემლების გამო კი არა, რადგან გუშინდელი და გუშინწინდელი ღამე იყო ყველაზე მძიმე, არა ჩემი ისტორიის გამო - საკანში ადამიანი საკუთარ თავზე და ბედზე არ ნერვიულობ, ფიქრობ იმაზე, რომ შენსავით არის კიდევ ბევრი და ეს ბევრი ასახავს საქართველოს. ეს ბიჭები, მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი არიან საქართველოს სახე. ელჩებიც ვართ, მსოფლიო მასშტაბის დიპლომატებს ჩვენი სახეები უდევთ. რა უნდა გავიმართლო, ისედაც მართალი ვარ და მთელი 9 თვე ამას ვამბობდი. უბრალოდ იყო დიდი სევდა. საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას ისე გავიღიმო, როგორც მიხარია, რადგან ეს სიხარული ყველას, აქ შეკრებილებს შეგვიძლია“,- განაცხადა კაციამ. კაცია ამბობს, რომ იგი არასდროს ყოფილა ისეთი დამნაშავე, რომელსაც სისხლის სამართლის საქმე უნდა შეუსაბამონ. „მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი დამნაშავე, რომელსაც შეიძლება შეუფარდო სისხლის სამართლის საქმე, ისევ როგორც გიორგი ახობაძეს, 11 პირი, ანდრო ჭიჭინაძე, მზია ამაღლობელი, თორნიკე გოშაძე, ნინო დათაშვილი, ყველას ვგულისხმობ, მათ მიმართ არ არსებობს დადასტურებული, არგუმენტირებული გადაწყვეტილება. ჩემი მიზანი და მოტივაცია უალტერნატივოა, ეს ყველაფერი რასაც მოიცავს, არის ბრძოლა უსამართლოდ დატყვევებული ადამიანებისთვის - ვგულისხმობ სინდისის პატიმრებს, 2 არაჩვეულებრივ ქალს“,- განაცხადა კაციამ.

ნიკა კაცია, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მისი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას ახლობლები, მეგობრები ტაშითა და შეძახილებით: „ნიკა თავისუფალია“ შეხვდნენ.

სასამართლოს ეზოში გამოსვლის შემდეგ მან საქართველოს დროშა შემოიხვია და აქციაზე დაკავებულ სხვა პირებს, რომლებსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სოლიდარობა გამოუცხადა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო