ვლადიმერ პუტინი - უკრაინას უფლება აქვს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა აირჩიოს, მაგრამ რუსეთის ხარჯზე არ უნდა გააკეთოს - გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არა ტერიტორიებისთვის, არამედ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის უფლებებისთვის ვიბრძვით

უკრაინას უფლება აქვს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა აირჩიოს, მაგრამ ეს რუსეთის ხარჯზე არ უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უსაფრთხოების გარანტიები ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს, მათ შორის უკრაინას. თუმცა ეს ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მეორე ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის, უსაფრთხოების ხარჯზე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „რუსეთი არა ტერიტორიებისთვის, არამედ ხალხის უფლებებისთვის იბრძვის“.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არა ტერიტორიებისთვის, არამედ ადამიანის უფლებებისთვის და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის უფლებებისთვის ვიბრძვით, რომ მათ ისაუბრონ საკუთარ ენაზე, იცხოვრონ თავიანთი კულტურის ფარგლებში, იმ ტრადიციების ფარგლებში, რომლებიც წინა თაობებისგან გადაეცათ“, - აღნიშნა პუტინმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს