ვლადიმერ პუტინი - „ომის პარტია“ „მშვიდობის პარტიას“ ყოველთვის თავს ესხმის

„ომის პარტია“ „მშვიდობის პარტიას“ ყოველთვის თავს ესხმის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების განსხვავებული მიდგომები არსებობს.

„არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლო უკრაინელამდე ბრძოლაა საჭირო და არიან ისინიც, მაგალითად, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი, რომლებიც გამოსავლის მშვიდობიანი გზებით პოვნას ცდილობენ. ასე რომ, პირველი პარტია, „ომის პარტია“ მეორე პარტიას, „მშვიდობის პარტიას“ ყოველთვის თავს ესხმის“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, „უკრაინის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები უგულებელყვეს“.

„ვინ არის ამ ტრაგედიაში დამნაშავე? ისინი, ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანეს, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების სრული უგულებელყოფით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შესაძლებელია ჩვენს ხალხს ასე უპატივცემულოდ მოექცეს, უნდა იცოდეს, რომ ამას არასდროს დავუშვებთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია