თამთა მიქელაძე - „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოება პრაქტიკულად მოკლა - იმ ხარისხით გაანადგურეს, რასაც ვხედავთ ისეთ კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმებში, როგორიც ბელარუსი, რუსეთი და აზერბაიჯანია

პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოება მოკლა - ის, რაც რუსეთში ათი წელი კეთდებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ ერთ წელიწადში გააკეთა, - ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

თამთა მიქელაძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ „ქართულმა ოცნებამ“ სამი სხვადასხვა პროცესი დაიწყო, რაც ფინანსურად და სისხლის სამართლებრივად კლავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შესაძლებლობას.

„მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ ისევე, როგორც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წინააღმდეგ, ამ ზაფხულს სამი სხვადასხვა პროცედურა დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ჯერ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით და გრანტების შესახებ კანონით დაიწყეს ინსპექტირება და წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველა ტიპის ინფორმაცია მოგვთხოვეს და პრაქტიკულად პარალიზება გაუკეთეს ორგანიზაციას. მერე იყო FARA-ს ქვეშ, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ქვეშ ინსპექტირების დაწყების შესახებ ინფორმირება და მოგვთხოვეს პასუხი, თუ რატომ არ მივიჩნევთ თავს უცხოეთის აგენტებად და რატომ არ დავრეგისტრირდით. პასუხის გაგზავნიდან 6 დღეში შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ანგარიშები იყო დაყადაღებული და შემდეგ როგორც გაირკვა საბოტაჟის მუხლით თებერვალში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა დაყადაღება შვიდი ორგანიზაციის ანგარიშების. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ დღეს ჩვენი ორგანიზაციები, შვიდი ორგანიზაცია, დისფუნქციურია. ჩვენ იქ გვქონდა თანხები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში წლის ბოლოს, ზოგიერთ შემთხვევაში მარტამდე იყო ჩვენი ფუნქციონირებისთვის საჭირო: თანამშრომლების ხელფასები, ქირა, კომუნალურები, სატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო თანხები და ის, რაც ნებისმიერი ორგანიზაციის მუშაობისთვის არის საჭირო. პრაქტიკულად მოკლეს ორგანიზაციები. 12 თვიანია ყადაღა, ჩვენ კი გავასაჩივრეთ, მაგრამ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ გასაჩივრებას რამე მოჰყვება და შემდგომში კიდევ ოთხი წელი, თორმეტ-თორმეტი თვით შეუძლიათ გააგრძელონ.

რუსული კანონი, ე.წ. ფარა რომ მიიღეს, ამას მოყვა მიჯრით ორგანიზაციების დახურვა რეგიონებში, სხვადასხვა თემის დონეზე. პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოება მოკლა. ჩვენ ვაანალიზებთ, რა ხდებოდა აზერბაიჯანში, ბელარუსში, რუსეთში და რა სისწრაფითაც მათ ეს გააკეთეს და რამდენი კანონიც მათ მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ფინანსურად და სისხლის სამართლებრივად კლავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შესაძლებლობას. მათ იმ ხარისხით გაანადგურეს სამოქალაქო საზოგადოება, რასაც ვხედავთ ისეთ კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმებში, როგორიც ბელარუსი, რუსეთი და აზერბაიჯანია. იგივე გზით მიდიან“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის