სასამართლო - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის დაფინანსება უკანონოდ შეწყვიტა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკანონოდ შეწყვიტა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის გრანტები, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჰარვარდმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც ადმინისტრაციამ გააუქმა მისი მკვლევარებისთვის გაცემული ასობით გრანტი იმ მოტივით, რომ უნივერსიტეტის საკმარისი ძალისხმევა არ გასწია კამპუსში ებრაელი სტუდენტების შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ბოსტონში აშშ-ის რაიონულმა მოსამართლემ, ალისონ ბეროუზმა დაადგინა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „ანტისემიტიზმი გამოიყენა, როგორც საფარველი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებზე მიზანმიმართული, იდეოლოგიურად მოტივირებული თავდასხმისთვის“.

მისი განცხადებით, ადმინისტრაციის ზეწოლის კამპანიამ გამოიწვია ჰარვარდის გრანტების შეწყვეტა კანონის დაცვის გარეშე და უნივერსიტეტის წინააღმდეგ შურისძიება, რაც არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გათვალისწინებული სიტყვის თავისუფლების უფლებებს.

ბეროუზის თქმით, სასამართლოების მოვალეობაა დაიცვან აკადემიური თავისუფლება და „უზრუნველყონ, რომ მნიშვნელოვან კვლევებს დაფინანსება თვითნებურად და დაუსაბუთებელად არ შეუწყდეს.

Reuters-ი წერს, რომ ალისონ ბეროუზის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ჰარვარდისთვის მნიშვნელოვან იურიდიულ გამარჯვებად იქცა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა