ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილი და მისი ბანდა სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს - ისეთი ეთიკური სტანდარტების მქონე ადამიანები ჰყავთ, რომლებიც კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს აფურთხებენ

ივანიშვილი და მისი ბანდა სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა, გუშინ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენები.

როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ სიძულვილს და ზიზღს თესავს, ამიტომ ხელისუფლება უნდა დატოვოს.

„ერთადერთი, რასაც ეს ხალხი აკეთებს, არის სიძულვილის და ზიზღის დათესვა, ფურთხება, დაპატიმრება, ადამიანების წამება და შემდგომში არავის დასჯა საკუთარი რიგებიდან. თქვენი კოლეგები ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტეს და ერთი ადამიანი არ არის დასჯილი, სხვა ადამიანები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს, წლობით ციხისთვის გაიმეტეს. ასეთი რეჟიმი მუდმივად სიძულვილის დამთესავი იქნება საზოგადოებაში. ამიტომაც არის საშიში ეს რეჟიმი. ივანიშვილი და მის ბანდა სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, მათ შორის ჰყავს ისეთი ეთიკური სტანდარტების მქონე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პოზიციას კი არ გამოხატავენ, არამედ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს აფურთხებენ. აი, ეს არის სიძულვილის და ზიზღის მიზეზი“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რა შეიძლება იყოს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში გამოსავალი, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ „როცა აღარ არსებობს არანაირი პოლიტიკური გზა დატოვებული, ერთადერთი გამოსავალი არის მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით ამ სისტემის დემონტაჟი“.

„ნაციონალური მოძრობა“ ახალს არაფერს ამბობს, ძალიან კარგად არის ცნობილი მშვიდობიანი რევოლუციები, რომელიც ქვეყანაზე კარგად აისახება. „ვარდების რევოლუცია“ კარგად აისახა ქვეყანაზე, რომელიც შეუმდგარი ქვეყნიდან, იქცა რეფორმების კუთხით ევროპის მოწინავე სახელმწიფოდ. ამიტომ, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის, პროგრესის და სტაბილურობის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო