კახა კალაძე - პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის

ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისი უფრო კომფორტული გახდეს, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„ხედავთ, თუ რამდენი სამუშაოა ჩასატარებელი, თუნდაც მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა შესრულდეს. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იქნება, თავისი გამართული ინფრასტრუქტურით. პირობას გაძლევთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, პირველ რიგში, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და კიდევ უფრო მეტი ინტერესი იყოს ტურისტების მხრიდან.

ცხადია, მხოლოდ მუნიციპალიტეტი ამ ყველაფერს ვერ შეძლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს თანადგომისთვის. ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება. ასევე, მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად ცენტრალურ ხელისუფლებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს