ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებისგან პირდაპირ ღია განცხადებები ისმოდა, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი.

„ყველას გვახსოვს პირდაპირ გამოდიოდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგალითად ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, ეს იყო პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ესენი იყვნენ დეპუტატები და ა.შ. ისინი პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას. როდესაც ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, გახსოვთ, რა მოაყოლეს ამ ყველაფერს.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი იმ საბაბით, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები. უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი დევს ხელის გულზე, პირდაპირ ღია განცხადებები გვესმოდა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა