ირაკლი კობახიძე - ჰელსინკის კომისიაში „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები მძლავრობენ და მათ დაიბარეს აგენტები, ზურაბიშვილი, ხიდაშელი - „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“, ასე გამოუვიდა ჰელსინკის კომისიას

შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით, თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ აშშ და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას.

„შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით, თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია და ევროპაში ძალიან მძიმე ტენდენციებია, იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა 4 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას, საბოლოდ იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დანარჩენი, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

თქვენ იცით, რომ ჰელსინკის კომისიაში „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები მძლავრობენ და მათ დაიბარეს „დიფ სთეითის“ აგენტები, ზურაბიშვილი, ხიდაშელი. „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“, ასე გამოუვიდა ჰელსინკის კომისიას, აბსოლუტურად სასაცილოა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, დაკარგეს თუ არა მათ ურთიერთობების გადატვირთვის იმედი, მან უარყოფითი პასუხი გასცა.

„ვინ გითხართ? ყველაფრის იმედი გვაქვს ჩვენ, იმედი დაკარგეთ თქვენ, „ნაცებმა“ დაკარგეთ ყველაფრის იმედი, ადრე იმედი მაინც ჰქონდათ, ახლა იმედიც აღარ აქვთ. 13 წელი იმედით სულდგმულობდით და ეს იმედიც დაკარგეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა