მარკ რუტე - რუსეთი არის და უახლოეს მომავალშიც დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ, კონფრონტაციულ ძალად ევროპასა და მსოფლიოში

ევროპამ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი, კონფრონტაციული ძალის მიმართ მიამიტობა არ უნდა გამოიჩინოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის პრაღის თავდაცვის სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ უნდა უპასუხოს რუსეთისა და ჩინეთის მიერ თავიანთი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და მოდერნიზაციისთვის დიდი ინვესტიციების განხორციელებას. რუტეს თქმით, აღნიშნული ქვეყნები ამას „განსაცვიფრებელი ტემპით“ აკეთებენ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ აღჭურვილობას უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ მაშინ, როცა ალიანსი „ამ აგრესიის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის მუშაობს. მისივე თქმით, ევროპამ მომავალთან დაკავშირებით გულუბრყვილობა არ უნდა გამოიჩინოს.

„ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში აღარ შეიცვლება. რუსეთი არის და უახლოეს მომავალშიც დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ, კონფრონტაციულ ძალად ევროპასა და მსოფლიოში“, - აღნიშნა რუტემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026