კახა კალაძე მომიტინგეებზე - ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, მათი ჩართულობით Thriller-ს თავიდან გადაიღებდა, არც გრიმი დასჭირდებოდა, არც ვიზაჟისტები და არც კოსტიუმები - თქვენ რა გინდათ, მაგინოთ და მე დავდგე: - „უიმე, გენაცვალეთ, ბოდიშს გიხდით?“

მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, ამ ადამიანების ჩართულობით Thriller-ს თავიდან გადაიღებდა - არც გრიმი დასჭირდებოდა, არც ვიზაჟისტები და არც კოსტიუმები, - ამის შესახებ თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, მისი საარჩევნო შტაბის გახსნისას მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა როლი ჰქონდა მომხდარში მათი გუნდის წარმომადგენელს ბექა ოდიშარიას, რომელიც საარჩევნო შტაბთან შეკრებილ მოქალაქეებს აგინებდა, კალაძემ უპასუხა, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები თავად იყვნენ დაკავებული გინებითა და შეურაცხყოფით.

“წარმოუდგენელია - ჩვეულებრივი „ტიტუშკები“ არიან! ამ ადამიანებს ყველაფერი დაკარგული აქვთ - ზნეობა, კულტურა, აბსოლუტურად ყველაფერი. იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან, მე ადამიანურად თანავუგრძნობ. გული მტკივა, როცა ჩემი ქვეყნის მოქალაქეს ამ მდგომარეობაში ვხედავ.

როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ლანძღავ... ადამიანები ვართ. აბა რა გინდათ თქვენ - თქვენ მაგინოთ და მე დავდგე: - „უიმე, თქვენ გენაცვალეთ, ბოდიშს გიხდით!“ რა ორმაგი სტანდარტი, როცა ადამიანი მიდის და შეურაცხყოფას აყენებს! იდგნენ ადამიანები, ბექა მივიდა და გინება დაუწყო?! უბრალოდ უსინდისოები ხართ, რომ აი, ასე იტყუებით!

ჩვენ შეიძლება განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. პატივი ვცეთ ჩვენს ქვეყანას, კულტურას, ტრადიციებს და ერთმანეთს არ მივაყენოთ არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს ეხება ყველას!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს