დიმიტრი მედვედევი - ბრიტანელმა ქურდებმა რუსული ფული ნეონაცისტებს გადასცეს - წართმეულს ნატურით დავიბრუნებთ, ანუ „უკრაინული მიწით“ და მასზე განთავსებული უძრავ-მოძრავი ქონებით

რუსეთი ნატურით, ანუ ტერიტორიის სახით, დაიბრუნებს დასავლეთში გაყინულ აქტივებს, რომელიც უკრაინას გადაეცა, - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ლონდონის მიერ კიევისთვის რუსული აქტივების გამოყენებით მიღებული 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავლის გადაცემას.

„ჩვენს ქვეყანას ფასეულობის დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი გზა აქვს. წართმეულის ნატურით დაბრუნება. ესე იგი „უკრაინულ მიწით“ და მასზე განთავსებული სხვა უძრავი და მოძრავი ქონებით“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი განმარტებით, არ გულისხმობს დონბასისა და „ნოვორასიის“ მიწებს, რომლებიც ისედაც „რუსეთის საკუთრებაა“.

„ბრიტანელმა ქურდებმა რუსული ფული ნეონაცისტებს გადასცეს. შედეგები? ბრიტანეთმა სამართალდარღვევა ჩაიდინა და რუსეთმა, როგორც იურისტები ამბობენ, მიიღო უფლება, მოითხოვოს ეს მისგან და ამჟამინდელი უკრაინელი ბანდერელებისგან“, - აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, ლონდონმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე, დახმარების სახით, 1.3 მილიარდი აშშ დოლარი გადასცა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა