პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - 34 512 აბი „მეთადონის“, ასევე „ჰეროინის“ „მორფინის“ და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთი პირი ბრალდებულად ცნო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - 34 512 აბი „მეთადონის“, ასევე ,,ჰეროინის“ ,,მორფინის“ და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთი პირი ბრალდებულად ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა სხვადასხვა სახის და რაოდენობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ფონიჭალაში, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან უპრეცედენტო, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 34 512 აბი „მეთადონი“, ასევე ,,ჰეროინის“ ,,მორფინის“ და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხე ამოიღეს.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონის“ აბები, რაც საპოლიციო ღონისძიების შედეგად არის ამოღებული.

აღნიშნული პირი ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის