რუსეთმა ესტონელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში განმარტავენ, რომ ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარეკ იუჰტეგი დაიბარეს და ესტონელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს.

„ესტონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს მკაცრი პროტესტი გამოეცხადა 13 აგვისტოს ტალინში რუსეთის საელჩოს დიპლომატის პერსონა ნონ გრატად უსაფუძვლოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, მოსკოვში ესტონეთის საელჩოს თანამშრომელი რუსეთიდან გააძევეს. ესტონურ მხარეს ასევე ეცნობა, რომ ტალინის ნებისმიერი მტრული ქმედება უპასუხოდ არ დარჩება“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები