ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს, მათ შორის ორი ქვეყანაა: უნგრეთი და სლოვაკეთი

ომის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო მანქანას რესურსებზე წვდომა აღარ ჰქონდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა გვჭირდება. პუტინი იძულებული გახდება, რომ მშვიდობას დათანხმდეს. რუსეთს იარაღის წარმოების რესურსები უნდა წავართვათ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „ომის დასასრულებლად რუსეთის მხრიდან ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს“.

„ამერიკელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ პუტინმა მოსკოვში მიმიწვია. იცით რას ვფიქრობ, როდესაც შეხვედრა არ გინდა, მაშინ მე მოსკოვში უნდა მიმიწვიო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს.

„მათ შორის ორი ქვეყანაა, უნგრეთი და სლოვაკეთი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია