ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის 40%-ს აკონტროლებს

ისრაელი ქალაქ ღაზის 40%-ს აკონტროლებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა განაცხადა.

„ჩვენ „ჰამასის“ ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენებას ვაგრძელებთ. დღევანდელი მდგომარეობით ქალაქ ღაზის 40%-ს ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა.

მისი თქმით, „უახლოეს დღეებში ოპერაცია გაფართოვდება და გაძლიერდება“.

„ჩვენ „ჰამასის“ დევნას ყველგან გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს