ირაკლი კობახიძე - ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას - ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად

ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

ამასთან, მას ბავშვთა ფსიქოლოგის, ელენე ბერიკაშვილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამი ფრაზაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ტრაგიკულია, როცა ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მით უმეტეს, როგორც ფსიქოლოგს.

„ტრაგიკულია ის, რომ ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მით უმეტეს, როგორც ფსიქოლოგს. მართლა უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები, ალბათ, ამ ყველაფრით. ზოგადად, ასეთი ფრაზები და ქმედებები აჩვენებს მთლიანად იმ ადამიანების სახეს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები არიან. არც მინდა, შეფასებები გავაკეთო, იმდენად მძიმე შეფასებას იმსახურებენ ისინი. ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ტრაგიკული მდგომარეობა. ისინი არიან „ნაცი ტიტუშკები“, „ნაცი“ აქტივისტები, „ნაცი ორკები“, სხვა სახელის დარქმევა შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოყვანის კუთხით. ისინიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, იმედი გვაქვს, რომ ისინი დაძლევენ ამ უმძიმეს მდგომარეობას და დაიბრუნებენ ადამიანურ სახეს,“ - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა