დონალდ ტრამპი - ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას არ განვიხილავთ

ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„არა, ამის შესახებ არ ვსაუბრობთ, მაგრამ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნები ჰქონდათ, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, ნარკოტიკების უდიდესი ნაწილი, რომელიც აშშ-ში ხვდება, „ვენესუელიდან მოდის“.

„ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ნარკოტიკები გადის. შემდეგ კი კანადიდან და მექსიკიდან შემოდის, მაგრამ უდიდესი ნაწილი ვენესუელიდან მოდის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სამშაბათს, აშშ-მა კარიბის ზღვაში ვენესუელიდან გამოსულ ნავს დაარტყა, რომელსაც არალეგალური ნარკოტიკები გადაჰქონდა. დონალდ ტრამპის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად ნავზე მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა.

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელაში ნარკოკარტელების ობიექტებზე დარტყმების განხორციელების ვარიანტებს განიხილავს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები