ირაკლი კუპრაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ცნობით, დღეს კუპრაძე ვაკის უბნების მაჟორიტარ კანდიდატ, ვახტანგ სურგულაძესთან ერთად, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის თანახმად, ირაკლი კუპრაძემ პირადად მოისმინა მოქალაქეების პრობლემები და აღნიშნა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, მისი მოგვარება მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ მთავარი საკითხი, რაც ადგილობრივებს აწუხებს, დასაქმება და პენსიონერების ხელშეწყობაა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ირაკლი კუპრაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ყველა უბანში მისვლას გეგმავს“, - აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კუპრაძის თქმით კი, მოქალაქეების განწყობა არის საბრძოლო.

"შეხვედრა გვქონდა წყნეთის მოსახლეობასთან. მოქალაქეების განწყობა არის საბრძოლო. ისინი ცვლილებებს ითხოვენ დედაქალაქსა და საქართველოში. ჩვენგან აქვთ პირობა, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას მათი რეალური და ნამდვილი საჭიროებებისთვის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც ივანიშვილის ძალადობრივმა და კორუმპირებულმა რეჟიმმა შექმნა",- აღნიშნა კუპრაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო