დონალდ ტრამპი - დროა, „ჰამასმა“ ჩემი პირობები მიიღოს - ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჰამასს“ „ბოლო გაფრთხილებას“ უგზავნის იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მის მიერ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის დასრულების პირობების მიღებაზე უარის თქმას მოჰყვეს.

„ყველას სურს, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ. ყველას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს! ისრაელმა მიიღო ჩემი პირობები. დროა, “ჰამასმაც” მიიღოს. გავაფრთხილე “ჰამასი” უარის თქმის შედეგების შესახებ. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, სხვა აღარ იქნება!“ - წერს ტრამპი Truth Social-ში.

ამასთან, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ღაზას საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება.

„ჩვენ ძალიან მალე მივაღწევთ შეთანხმებას ღაზას საკითხთან დაკავშირებით. ვმუშაობთ გადაწყვეტაზე, რომელიც შესაძლოა ძალიან კარგი იყოს“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

როდესაც დამატებითი დეტალების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ. ვცდილობთ, ეს დავასრულოთ, მძევლები დავაბრუნოთ. ძალიან კარგი დისკუსიები გვქონდა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა