პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის საქმის ხელახლა განხილვა არ დაიწყება

პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის ხელახლა განხილვა არ დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც მხარეთა პოზიციები მოისმინა.

კერძოდ კი, ალეკო ელისაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია შეიცვალა და საქმეს გიორგი გელაშვილი განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ისინი თანახმა იყვნენ საქმის განხილვა ხელახლა არ დაწყებულიყო და პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელებულიყო. იგივე პოზიცია დააფიქსირა დაცვის მხარემაც.

სხდომა 25 ოქტომბერს გადაიდო.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის