კაროლინ ლევიტი - კატარის ცალმხრივი დაბომბვა წინ არ წევს ისრაელის ან ამერიკის მიზნებს, თუმცა „ჰამასის“ განადგურება ღირსეული მიზანია

კატარის ცალმხრივი დაბომბვა წინ არ წევს ისრაელის ან ამერიკის მიზნებს, თუმცა, „ჰამასის“ განადგურება ღირსეული მიზანია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს დილით ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელი სამხედროებისგან გაიგო, რომ ისრაელმა ჰამასს დარტყმა, რომელიც, ძალიან სამწუხაროდ, კატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფებოდა. კატარის ცალმხრივი დაბომბვა, სუვერენული სახელმწიფოსა და აშშ-ის ახლო მოკავშირის, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს და მამაცად მიდის რისკებზე ჩვენთან ერთად მშვიდობის მისაღწევად, წინ არ წევს ისრაელის ან ამერიკის მიზნებს.

თუმცა, ჰამასის განადგურება, რომელმაც ღაზაში მაცხოვრებლების უბედურებისგან სარგებელი მიიღო, ღირსეული მიზანია. პრეზიდენტმა ტრამპმა დაუყოვნებლივ დაავალა სპეცწარმომადგენელ უიტკოფს, რომ კატარელების ინფორმირება მოეხდინა მოახლოებული დარტყმის შესახებ, რაც მან გააკეთა“, - განაცხადა ლევიტმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს