პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - რა გერმანიის ელჩი და პიტერ ფიშერის საფრთხე, როცა სინამდვილეში მთავარი უბედურება და საფრთხე თქვენ ხართ

რა გერმანიის ელჩი და პიტერ ფიშერის საფრთხე, როცა სინამდვილეში მთავარი უბედურება და საფრთხე თქვენ ხართ, სადაც ერთმანეთს ტყვიას ესვრით და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიგყავთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

მანჯგალაძის თქმით, აუცილებელია 4 ოქტომბერი, იმისთვის, რომ ქვეყანა „ქართული ოცნებისგან“ გათავისუფლდეს.

„რა გერმანიის ელჩი და პიტერ ფიშერის საფრთხე, როცა სინამდვილეში მთავარი უბედურება და საფრთხე თქვენ ხართ, სადაც ერთმანეთს ტყვიას ესვრით და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიგყავთ;

ერთმანეთის შვილებს იჭერთ, მერე მამა იძულებულია უარი თქვას მართალ შვილზე;

თქვენს მიერ ნაცემ პატარა გოგონებზე ამბობთ „ქალი კი არა, ადამიანიც არ არისო“ და მოძალადეებს „ნამდვილ ვაჟკაც ბიჭებს“ ეძახით;

ხვდებით, სად ხართ? მართლა, რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა.

ქვეყნისთვის კი არა ერთმანეთისთვისაც საშიშები ხართ უკვე.

ამიტომ აუცილებელია 4 ოქტომბერი! იმისთვის, რომ ქვეყანა გავათავისუფლოთ თქვენგან და თქვენც დაგაბრუნოთ სკამისა და ძალაუფლების გარეშე ადამიანური ცხოვრების პირობებში“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს