მერია - თბილისობის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში ავტომობილების გადაადგილება  შეიზღუდება

დედაქალაქში „თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე, ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის 14:00 საათიდან 14 სექტემბრის 23:30 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია - გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე.

„ასევე, 15 სექტემბრის 00:15 საათიდან 23 სექტემბრის 23:00 საათამდე სრულად შეიზღუდება მოძრაობა მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიის ქუჩაზე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარედ - გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე.

შეზღუდვის პერიოდში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით შეძლებენ. ხოლო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოხვედრა შესაძლებელი იქნება, ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.

18 სექტემბრის 23:00 საათიდან 23 სექტემბრის 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება აბანოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე - აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალის, ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.

17 სექტემბრის 00:15 საათიდან 23 სექტემბრის 23:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე, ასევე, გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ევროპის მოედნის მიმართულებით ამომსვლელ პანდუსზე.

ამ დროს, გორგასლის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმავალი ავტომობილები მოძრაობას გააგრძელებენ როგორც სანაპიროს მიმართულებით, ასევე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზისა და თუმანიანის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით. რა დროსაც, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალის, ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.

აღნიშნულ პერიოდში, ცვლილებები განხორციელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში. კერძოდ, მშრალი ხიდის შეზღუდვისას, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მიმავალი N320 და N323 ავტობუსების მარშრუტები, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას გააგრძელებენ - ლევ ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან კოსტა ხეთაგუროვის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროთი დაუკავშირდებიან კოსტა ხეთაგუროვის და ჯავახიშვილის ქუჩებს. შემდეგ, ავტობუსის N320 მარშრუტი, გოგიბერიძის ქუჩის გავლით, მოხვდება ზაარბრიუკენის მოედანზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით, N323 მარშრუტი, კი გააგრძელებს სვლას ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით და იმოძრავებს დადგენილი სქემით.

ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი N536 და N550 მიკროავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას გააგრძელებენ ლევ ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან კოსტა ხეთაგუროვის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით. უკუმიმართულებისას, N536 მარშრუტი ბარათაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, ნოე ჟორდანიას სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება კოსტა ხეთაგუროვის და ჯავახიშვილის ქუჩებს, რის შემდეგ გოგიბერიძის ქუჩით ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდება და იმოძრავებს დადგენილი სქემით. N550 მარშრუტის მოძრაობის სქემა უკუმიმართულებისას უცვლელი დარჩება.

ევროპის მოედნის მიმართულებით შეზღუდვის პერიოდში მოძრავი ავტობუსის N301, N310, N331, N345, N350 და N371 მარშრუტები, გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით და თავისუფლების მოედნიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. იტალიის და ვირსალაძის ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვისას, ავტობუსების N326, N342, N331 და N397 მარშრუტები ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის და პუშკინის ქუჩების გავლით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა