პაატა მანჯგალაძე - გეგმა არსებობს, რომელიც ხალხს ადგილზე ეცნობება, 4 ოქტომბერს არაფერი მოხდება ისეთი, რაც არ უნდა ქართველ ხალხს - გადაწყვეტილებას მიიღებს არა რომელიმე ბელადი და ლიდერი, არამედ ხალხი

გეგმა არსებობს, გეგმის შესახებ ხალხს ეცნობება ადგილზე. არაფერი 4 ოქტომბერს არ მოხდება ისეთი, რაც არ უნდა ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, აქციის მონაწილეები მივლენ 3-4 ადგილზე თბილისში, სადაც გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება ხდება და დასვამენ კონკრეტულ კითხვებს.

„ბევრი სცენარია, იმ ვითარების შესაბამისად, რა ვითარებაც იმ კონკრეტულ დღეს იქნება. მე, როგორც ვიცი, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, ხდება ამ გადაწყვეტილებების აღსრულება, 3-4 ადგილია თბილისის მიდამოებში და ყველგან იქნება ქართველი ხალხი, დაუსვამს კონკრეტულ კითხვას და მოსთხოვს კონკრეტულ პასუხს. კანონის ფარგლებში, კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად დასვამენ კითხვებს.

ორგანიზატორები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვატარებთ ეროვნულ ყრილობას და ყრილობაზე რა გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული, შევეცდებით ამის აღსრულებას. მე ვამბობ, რომ შევეცდებით და ისინი ამბობენ, რომ ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. რა იქნება, როგორ იქნება და რანაირად იქნება, რომც ვიცოდე, მაინც ვერ მოვყვები.

გეგმა არსებობს, ამ გეგმის შესახებ ხალხს ეცნობება ადგილზე. არაფერი იმ დღეს არ მოხდება ისეთი, რაც არ უნდა ქართველ ხალხს და იქ შეკრებილ ადამიანებს. გადაწყვეტილებას მიიღებს არა რომელიმე ბელადი და ლიდერი, არამედ ხალხი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია