დონალდ ტრამპი ჩარლი კირკის მკვლელობაზე - ეს ამერიკისთვის ბნელი მომენტია, ჩემი ადმინისტრაცია იპოვის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში

სავსე ვარ მწუხარებითა და ბრაზით იუტას შტატში, კოლეჯის კამპუსში ჩარლი კირკის საზარელი მკვლელობის გამო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„ჩარლიმ მილიონობით ადამიანი შთააგონა და დღეს ყველას, ვინც მას იცნობდა და უყვარდა, შოკი და საშინელება აერთიანებს. ბნელი მომენტია ამერიკისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, კირკი „სიმართლისა და თავისუფლებისთვის მოწამედ“ იქცა. აშშ-ის პრეზიდენტმა კირკის დაღუპვა დაუკავშირა ფაქტს, როდესაც მას პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში ესროლეს და ძალადობის სხვა გახმაურებულ შემთხვევებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკელებმა და მედიამ უნდა „შეხედონ იმ ფაქტს, რომ ძალადობა და მკვლელობა იმ ადამიანების დემონიზაციის ტრაგიკული შედეგია, ვისაც არ ეთანხმები“.

აშშ-ის პრეზიდენტმა პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ფართო გეგმა წარმოადგინა.

„ჩემი ადმინისტრაცია იპოვის ყველას და თითოეულ მათგანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში და სხვა პოლიტიკურ ძალადობაში, მათ შორის ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ და მხარს უჭერენ მას, ასევე მათ, ვინც დევნის ჩვენს მოსამართლეებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ყველას, ვინც წესრიგს ამყარებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

"Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა