პაატა მანჯგალაძე - ყოჩაღ, კახი „ვაჟკაცური“ საქციელია პატარა გოგო-ბიჭების დაკავება სურათის გაჩხაპნის გამო - „ქოცის“ პასუხი გასაგებია მეგობრებო, ახლა ჩვენი პასუხის დროა

ყოჩაღ, კახი მართლა „ვაჟკაცური“ საქციელია პატარა გოგო-ბიჭების დაკავება სურათის გაჩხაპნის გამო. „ქოცის“ პასუხი გასაგებია მეგობრებო, ახლა ჩვენი პასუხის დროა, ამიტომ დავდგეთ ერთად 4 ოქტომბერს, რუსთაველზე! , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს ერთად დგომით უნდა აჩვენონ „ქართულ ოცნებას“, როგორია ნამდვილი სამართალი.

"რა გასაოცარი დემოკრატია აგიშენებია კახი, შენი სურათი და მისი დაცვა უფრო ღირებული გამხდარა სახელმწიფოსთვის, ვიდრე ადამიანი და მისი ჯანმრთელობა.

„ქოცური“ სამართალი ასეთია, კალაძის ბანერზე საღებავის გადასმის გამო ახალგაზრდებს უსწრაფესად აკავებენ, მაგრამ არც ერთი გამოძიება არ მიმდინარეობს, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებს, აქტივისტებს და ჟურნალისტებს უსასტიკესად უსწორდებოდნენ თვეების მანძილზე.

ყოჩაღ, კახი მართლა „ვაჟკაცური“ საქციელია პატარა გოგო-ბიჭების დაკავება სურათის გაჩხაპნის გამო.

„ქოცის“ პასუხი გასაგებია მეგობრებო, ახლა ჩვენი პასუხის დროა! ამიტომ დავდგეთ ერთად 4 ოქტომბერს, რუსთაველზე და ვანახოთ „ქოცს“, რა არის ნამდვილი სამართალი და ვისია საქართველო!", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის არის მეგი (ირმა) დიასამიძე. შსს-ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს