ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობას ვუცხადებთ - ევროკავშირი უარყოფს და გმობს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას

საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობას ვუცხადებთ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე წერს.

„როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას“, - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გერმანიის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გერმანიის ელჩი თბილისში [პეტერ ფიშერი] ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს“.

„ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ დეზინფორმაციისა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივების გავრცელებით ის აქტიურად უთხრის ძირს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს