პაატა მანჯგალაძე - ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის ე.წ. ხელისუფლების შიშის გამოვლინება - წინააღმდეგობა გრძელდება, დავდგეთ ერთად 4 ოქტომბერს და ვანახოთ რეჟიმს, ვის ეკუთვნის საქართველო

ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის ე.წ. ხელისუფლების შიშის გამოვლინება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დაკავებას ეხმაურება.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, წინააღმდეგობა გრძელდება და „4 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ“.

"ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის ე.წ. ხელისუფლების შიშის გამოვლინება და ადასტურებს, რომ გზა, რომელსაც ის გვთავაზობს, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, არის ერთადერთი სწორი გზა. როგორც ლევანმა თქვა, წინააღმდეგობა გრძელდება, დავდგეთ ერთად 4 ოქტომბერს და ვანახოთ რეჟიმს ვის ეკუთვნის საქართველო", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. როგორც სუს-ში განაცხადეს, „ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს